მეტროში მომხდარი ინციდენტი

მეტროში დაკავებულ პირებს 500 და 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ

facebook.com/EgnateShmugia

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროსადგურში ”თავისუფლების მოედანი” დაკავებული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლომ გიორგი სილაგაძეს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო თეიმურაზ მენაბდიშვილს - 500. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, ქ. თბილისის, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე გ.ს.-მ და თ.მ.-მ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგინებოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. 

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებათა, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია გ.ს. -ს და თ.მ.-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი" - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

მეტრო თავისუფლების მოედანზე პოლიციამ ორი პირი 28 იანვარს დააკავა. თვითმხილველებმა შემთხვევა გადაიღეს.

კომენტარები