საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში 1 კილომეტრზე მაღალი ცათამბჯენი შენდება

ცათამბჯენი 2018 წლის იანვრის მდგომარეობით

მსოფლიოში პირველი კონსტრუქცია, რომელიც 1 კილომეტრზე მაღალი იქნება საუდის არაბეთში შენდება. წითელი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ჯიდაში შენდება "სამეფო კოშკი", რომელიც საუდის არაბეთის ახალი, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ცენტრალური საოფისე შენობა იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $1.2 მილიარდია და ის 2019 წელს უნდა გაიხსნას. მისი სიმაღლე 1007 მეტრი იქნება.

საუდის სამეფო ოჯახი თავდაპირველად 1.6 კილომეტრიანი, ანუ 1 მილის სიმაღლის შენობის აშენებას მოითხოვდა, თუმცა არქიტექორებმა პროექტის ინიციატორები დაარწმუნეს, რომ არსებული ტექნოლოგიებითა და ბიუჯეტით 1.6 კილომეტრის სიმაღლის შენობის აშენება შეუძლებელია.


ფოტო: CNN

შენობაში დაგეგმილია Four Seasons-ის სასტუმროს, აპარტამენტებისა და საოფისე სივრცის მოწყობა.

შენობის აშენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 848-მეტრიანი ბურჯ ხალიფას კოშკი გაიხსნა. 

შენობის ბოლო სართული 637-ე მეტრზე იქნება, დანარჩენი 400 მეტრი შენობის კოშკია, მას მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება არ ექნება. ამ ტერიტორიაზე ტელე და რაიდო ანტენები განთავსდება. 

კომენტარები