ბიძინა ივანიშვილი

მინისტრი ივანიშვილის ხეებზე: შალვა რამიშვილმა დეტალურად ახსნა რაც იქ ხდება

ტაბულა

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ექსპრემიერის მიერ დაქირავებული კომპანიების მიერ ხეების გადატანისა და ხეების მოჭრის პროცესში კანონი არ ირღვევა, "რაც შალვა რამიშვილაც დეტალურად ახსნა."

"არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული. დღეს გამახსენდა ისიც, რომ შალვა რამიშვილს ჰქონდა რაღაც გადაცემა Postv-ზე, სადაც, მგონი, დეტალურად ახსნა რანაირი სიტუაციაა, როგორ არის წარმოდგენილი აპოკალიფსურად ის რეალობა, რომელიც ნამდვილად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ", - ამბობს მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვის პროცესის გამო ასობით ხის მოჭრა ხდება. გაზეთ ბათუმელების მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 6 ძირი ხის ამოთრხაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ხეები უკვე ამოთხრილი იყო.

ბიძინა ივანიშვილის ხეები შეკვეთილში მის ეზოში, ეგრეთწოდებულ "დენდროლოგიურ პარკში" მიაქვს. გადასატანი ხეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ასევე უცნობია თუ რა უჯდება ექსპრემიერს აღნიშნული პროექტი.

კომენტარები