აშშ-მექსიკა

მექსიკაში დაახლოებით 200 არალეგალი მიგრანტი სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს

EPA

ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში ტექსასის საზღვართან სატვირთო მანქანაში 200-მდე არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს. მათგან 24 უპატრონო ბავშვია.

მექსიკის პოლიციის განცხადებით, სატვირთო მანქანა სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შემოწმებას გადიოდა, რა დროსაც სკანერებმა დამალული ხალხი აღმოაჩინა. ისინი წყლის, საკვებისა და სათანადო ვენტილაციის გარეშე იმყოფებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, მიგრანტები, ძირითადად, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან გვატემალიდან, ჰონდურასიდან და სალვადორიდან არიან. 

BBC-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით სამი ეჭვმიტანილი დააკავეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონადლ ტრამპმა პირობა დადო, რომ საიმიგრაციო კანონს გაამკაცრებდა. ამ მიზნით, მან 25 იანვარს, ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომელთაგან ერთერთი აშშ-სა და მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებას ითვალისწინებს.

კომენტარები