კანონის უზენაესობის ინდექსი

კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 4 ნიშნულით დაეცა

კანონის უზენაესობის ინდექსი

კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 4 ნიშნულით გაუარესდა. 113 ქვეყანას შორის, საქართველო ამჟამად რეიტინგში 38-ე ადგილს იკავებს. მას უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ანტიგუა და ბარბუდა და კოსტა რიკა.

გაუარესდა ფუნდამენტური უფლებების, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის, ღია მმართველობისა და სამოქალაქო სამართლიანობის მაჩვენებლები. უცვლელი დარჩა კორუფციის აღმოფხვრის, წესრიგისა და უსაფრთხოების, მართლწესრიგის რეგულირებისა და კრიმინალური სამართლიანობის მაჩვენებლები. არც ერთი სფეროში ქვეყანას პროგრესი არ ჰქონია.

გაუარესების მიუხედავად, "აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის" რეგიონის 13 ქვეყანას შორის, საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსით კვლავ ლიდერია და პირველ ადგილს იკავებს. ამავე რეგიონში ყაზახეთმა რეიტინგი 9 ნიშნულით გააუმჯობესა და 64-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ბელარუსის მაჩვენებელი 8 პუნქტით დაეცა და 65-ე ადგილი დაიკავა.

საქართველო ასევე პირველ ადგილს იკავებს დაბალი საშუალო შემოსავლის მქონე 30 ქვეყანას შორის.

კვლევა ასახავს 2017-2018 წლის მონაცემებს და ის "მსოფლიო სამართლიანობის პროექტის" მიერ არის შედგენილი.

კომენტარები