ტრანსფობია

სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ტრანსგენდერი ქალის გაბრიელას თქმით, მას ჯერ ქუჩაში დაესხა თავს უცნობი მამაკაცი. შემდეგ კი, საავადმყოფოში, ორმა კაცმა მას და მის მეგობარ ტრანსგენდერ ქალებს - ელენეს და მირანდას - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ტრანსგენდერი ქალის თქმით, თავდამსხმელებმა სცემეს სასწრაფოს თანამშრომლებსაც, რომლებმაც მისი დაცვა სცადეს. 

ცნობისთვის, ინციდენტის კიდევ ერთ მონაწილეს, ტრანსგენდერ ქალ მირანდა ფაღავას რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ თავს. გამოძიება ამ შემთხვევაშიც ძალადობის მუხლით დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები