ტურიზმი

2018 წელი ვიზიტორთა რაოდენობის 15%-იანი ზრდით დაიწყო

snow.ge

2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.8%). იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+0.8%), თურქეთი(+20.1%), სომხეთი (+20.9%), რუსეთი (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) შემოვიდა. თუ წლის ბოლომდე ზრდა ამ ტემპებით შენარჩუნდა 2018 წელს ვიზიტორთა რაოდენობა 8 მილიონს გადააჭარბებს

ქვეყნების მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 116,503 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 0.8%
  2. თურქეთი - 94,959 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 20%
  3. სომხეთი - 93,711 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 21%
  4. რუსეთი - 71,141 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 14.6%
  5. ირანი - 15,570 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 92%
  6. უკრაინა - 10,497 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2%
  7. ინდოეთი - 3,792 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 47%
  8. ისრაელი - 3,006 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 76%
  9. ყაზახეთი - 2,447 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 7.7%
  10. ფილიპინები - 2,379 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 19%

რამდენი იყო ამ ვიზიტორებში ტურისტი

ამ 444 ათასი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 189 ათასი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

კომენტარები