თბილისის ბაღები

საბავშვო ბაღებში შესაძლოა, სამუშაო საათები გახანგრძლივდეს

საბავაშვო ბაღებში შესაძლოა სამუშაო საათები გაიზარდოს. ამის შესახებ, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ერთერთი ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან შეხვედრისას ისაუბრა. გვანცელაძის თქმით, დასაქმებული მშობლებისათვის 18:00 საათზე ბავშვების ბაღიდან გაყვანა პრობლემაა და სწორედ ამიტომ სააღმზრდელო საათების გასახანგრძლივებლად კონცეფცია მუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. 

"ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღსაზრდელთა მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, 18:00-დან 20:00 საათამდე სერვისია. მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება." - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები