Falcon Heavy

Space X-ის ხომალდი Falcon Heavy კოსმოსში დღეს გაეშვება

spacenews.com

დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე Space X-ის გიგანტურ კოსმოსურ ხომალდ Falcon Heavy-ის ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ. 

ხომალდი მზის გარშემო მარსის ორბიტაზე ასევე ილონ მასკის მიერ შექმნილ მანქანას, Tesla Roadster-ს გაიყვანს. ორბიტა დროთა განმავლობაში მანქანას მარსთან ახლოს მიიყვანს. 

ილონ მასკი ამბობს, რომ მაშინ, როცა ხომალდი მარსის ორბიტაზე გავა, Tesla Roadster-ის სტერეო სისტემაში დევიდ ბოუვის ლეგენდარული სიმღერა, Starman ჩაირთვება. 

Falcon Heavy ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის სუპერ-მძიმე კოსმოსური ხომალდია. მას დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. ეს, სულ მცირე, ორჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ არსებული ხომალდის შესაძლებლობა. 

რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ იცის, წარმატებით ჩაივლის თუ არა Falcon Heavy-ის გაშვება. თუმცა, ილონ მასკი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი გაშვება წარმატებით ჩაივლის, Falcon Heavy ადამიანების მარსზე გადაყვანას შეძლებს. 

გაშვების ონლაინ ტრანსლაციას შეგიძლიათ უყუროთ აქ. 

კომენტარები