ინფლაცია

როგორ იცვლებოდა პურის ფასი 1999-2017 წლებში

საქსტატის მონაცემებით, 1999 წელთან შედარებით, საქართველოში სურსათის ფასი 2.5-ჯერ გაიზარდა. 1999 წელს პურის ფასი საშუალოდ 29 თეთრს შეადგენდა, 2017 წლის მდგომარეობით კი სტანდარტული პური (400 გრამი) საშუალოდ 74 თეთრი ღირს, რაც 1999 წლის მაჩვენებელს 2.55-ჯერ აღემატება. ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზომა 6.3-ჯერ გაიზარდა.

პურის ფასი ყველაზე მკვეთრად 2006-2008 წლის პერიოდში გაიზარდა, როდესაც მისი საშუალო ფასი 43 თეთრიდან 61 თეთრი გახდა. 2011 წლიდან კი ფასი შედარებითი სტაბილურობით გამოირჩევა, ამ პერიოდში პური საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა.

გასული 18 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ხორცპროდუქტების ფასებია გაზრდილი, სადაც ფასები პრაქტიკულად გასამმაგებულია. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი ყველის, შაქრის, ლობიოს და სხვა პროდუქტების ფასები. შედარებითი სტაბილურობით გამოირჩევა კარტოფილისა და კვერცხის ფასები.

საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის თითქმის ნახევარს, 43%-ს სურსათის შესაძენად ხარჯავს, რაც განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს რამდენჯერმე აღემატება. შესაბამისად, სასურსათო პროდუქტების ფასებს ქვეყანაში საკმაოდ მნიშველოვანი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.  

კომენტარები