კომუნიკაციები

სილკნეტისა და ჯეოსელის გაერთიანებას კომუნიკაციების კომისიის თანხმობა ესაჭიროება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მან სილკნეტის მიერ ჯეოსელის შესყიდვის შესაძლო ეფექტების შესწავლა დაიწო. რეგულატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამი თვის ვადაში იქნება მიღებული.

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის შემთხვევაში, ჯეოსელის 1.7 მილიონი აბონენტი სილკნეტის აბონენტი გახდება. გარიგების ღირებულება $153 მილიონია.

დღეისთვის საქართველოს ყველაზე დიდი მობილური ოპერატორი არის მაგთი, რომელსაც 1.9 მილიონი აბონენტი ჰყავს, მეორე ადგილზე 1.7 მილიონი აბონენტით ჯეოსელია. სხვა ბაზრები, რომელზეც მაგთი და სილკნეტი არიან წარმოდგენილი შემდეგია: ინტერნეტის ბაზარი, საკაბელო ტელევიზია და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება. ყველა ამ სერვისზე მაგთის 2.68 მილიონი აბონენტი ჰყავს, სილკნეტს (ჯეოსელის ჩათვლით) 2.52 მილიონი აბონენტი. შესაბამისად, ჯეოსელის შესყიდვის შემდეგ, სილკნეტის აბონენტების რაოდენობა მაგთიზე მცირე იქნება.

კომენტარები