საფრანგეთი

პარიზში ამინდის გაუარესების გამო ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის დროებით დახურეს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/TourEiffel

პარიზში ამინდის გაუარესების გამო ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის დროებით დახურეს. ამის შესახებ განცხადება ეიფელის კოშკის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

საფრანგეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს Meteo France-ის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ძლიერი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი. 35 რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სააგენტო მოსახლეობას ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს. ქვეყნის ხელისუფლებამ უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გამოყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები