თამაზ მეჭიაური

დეკლარაციის მიხედვით, თამაზ მეჭიაურს მეგობარმა $7000 აჩუქა

ტაბულა

თამაზ მეჭიაურმა 2017 წელს საჩუქრად $7000 მიიღო, ამის შესახებ მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. მეჭიაური თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არაა. 

21 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე 5 ხმა ბათილად ცნეს, შედეგად უბანზე თამაზ მეჭიაური იმარჯვებდა, თუმცა, მოგვიანებით საუბნო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ბიულეტენები აღადგინა, რის გამოც მეჭიაური დამარცხდა. მეჭიაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მისი მოთხოვნაც დააკმაყოფილა. შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა მეჭიაურმა სააპელაციო სასამართლოშიც გაიმარჯვა.

კომენტარები