მიწისძვრა ტაივანში

ტაივანში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

BBC

ტაივანში დამანგრეველმა მიწისძვრამ სულ მცირე, 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 144 კი დაშავდა. ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებში 29 ადამიანია მოყოლილი. დანგრეულია სხვა შენობებიც.

6,4 მაგნიტუდის ბიძგები ადგილობრივი დროით 23:50 საათზე, კუნძულის დასავლეთ სანაპიროდან 20 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ბიძგების სიღრმე დაახლოებით 11 კილომეტრი იყო. 

მაშველები ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანას ცდილობენ. მათ დასახმარებლად ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ადგილზე 100-მდე სამხედრო მოსამსახურეც გააგზავნა.

კომენტარები