Falcon Heavy

Tesla Roadstar დედამიწის ორბიტაზეა

Space X

Tesla Roadstar უკვე დედამიწის ორბიტაზეა. წითელი ელექტრომობილი, რომელიც კოსმოსში Space X-ის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდით, Falcon Heavy-იმ წაიღო, მზის გარშემო იმოძრავებს და დროთა განმავლობაში მარსსაც მიუახლოვდება. 

როდესაც ხომალდი კოსმოსში გავიდა, Tesla Roadster-ის სტერეო სისტემაში  დევიდ ბოუვის ლეგენდარული სიმღერა, Starman ჩაირთო.

მიადევნეთ თვალი Tesla Roadstar-ის გადაადგილებას ორბიტაზე:

Space X-ის გიგანტური ხომალდი Falcon Heavy, რომლის მიზანიც მარსის ორბიტაზე გასვლაა, კოსმოსში რამდენიმე საათის წინ გაეშვა

ეს ხომალდის სატესტო გაფრენაა. აფრენამ წარმატებით ჩაიარა. ნასას კენედის კოსმოსურ სადგურზე წარმატებით დაბრუნდა 2 გვერდითი ამაჩქარებელიც.

თუმცა, ხომალდის აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალი შეწყდა. სიგნალი მალევე აღდგა. Space X-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა Twitter-ზე წერენ, რომ ხომალდის ძირითადი ძრავი, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოვიდა. 

იმ შემთხვევაში, თუ Falcon Heavy-ის სატესტო გაშვება წარმატებით დასრლდება, მომავალში ის მარსზე ადამიანების გადაიყვანს - ილონ მასკმა Falcon Heavy- სწორედ ამ მიზნით შექმნა. 

კომენტარები