მიწისძვრა ტაივანში

ტაივანში 6.4-ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

AP

ტაივანში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი. დაშავდა 200.

6,4 მაგნიტუდის ბიძგები ადგილობრივი დროით 23:50 საათზე, კუნძულის დასავლეთ სანაპიროდან 20 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ბიძგების სიღრმე დაახლოებით 11 კილომეტრი იყო.

მიწისძვრის შედეგად დაინგრა სასტურმროს შენობა. დაზიანდა საავადმყოფოს და ადგილობრივი მედიის შენობები. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანების გამო გადაიხარა. შენობაში 143 ადამიანია ჩარჩენილი.

მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ადგილზე 100-მდე სამხედრო მოსამსახურეც გააგზავნა.

კომენტარები