ევროკავშირი

ევროკომისია: სერბეთი და მონტენეგრო შესაძლოა 2025 წელს ევროკავშირში გაწევრიანდნენ

Reuters

ევროკომისიის განცხადებით სერბეთი და მონტენეგრო შესაძლოა 2025 წელს ევროკავშირის წევრები გახდნენ.

საგარეო საქმეთა და უშიშროების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის თქმით "აუცილებელი არ არის კავშირის მომავალი მიჯაჭვული იყოს 27 წევრს". მისი თქმით 2025 წელი საბოლოო ვადა და მიზანი არ არის და გაწევრიანებამდე ბალკანეთის ქვეყნებს საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის თქმით 2025 წლის სავარაუდო თარიღად დასახელება ამ ქვეყნების გამხნევებას ემსახურება, თუმცა სასაზღვრო კონფლიქტების გადაჭრამდე ისინი გაწევრიანებას ვერ შეძლებენ.

კომენტარები