საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა ელექტრონული კომერციის პლატფორმას ქმნის

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმის ამოქმედება დააანონსა. ეს საქართველოს ფოსტის ერთ-ერთი ახალი სერვისი იქნება. 

ქუმსიშვილის განცხადებით, 2018 წლის მაისში საქართველოს ფოსტა აამოქმედებს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესიც, შეძლებს შეუკვეთოს ან გაყიდოს პროდუქცია და მომსახურება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ხოლო საქართველოს ფოსტა მის მიწოდებას უზრუნველყოფს.

"არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ შეცვალეს ელექტრონული კომერციის სხვადასხვა კომპანიებმა მომხმარებელთა სავაჭრო კულტურა და ქცევა. დღეს ეს კომპანიები მსოფლიო გიგანტებად არიან წარმოდგენილები, მაგალითად ebay.com, amazon.com, Alibaba და ასე შემდეგ. მხოლოდ 2017 წლის 11 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში ჩინური პლატფორმის Alibaba-ს ონლაინ მაღაზიაში გაიყიდა $25.4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია. ელექტრონული კომერცია, ერთი მხრივ, ბიზნესს უადვილებს, გაყიდოს საკუთარი პროდუქცია გლობალური მასშტაბით, ხოლო მეორეს მხრივ, მომხმარებელს აძლევს ფართო და კონკურენტულ არჩევანს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ელექტრონული კომერციის განვითარება ფოსტის გამართული მუშაობის გარეშე შეუძლებელია.

კომენტარები