უბედური შემთხვევა

ფოთში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

timer.ge

ფოთში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ხანდაზმული, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სიგარეტის ნამწვის გამო გაჩნდა. დამწვარია შენობის ორივე სართული, ტექნიკა და ავეჯი. 

"სავარაუდოდ, მოხუცმა გააჩინა ცეცხლი. გვიან გაიგო მისმა შვილმა, რომელიც იმყოფებოდა პირველ სართულზე. როდესაც ჩააქრეს ხანძარი, აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი იყო ხანდაზმული მამაკაცი"“,- თქვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლუარა ჭარხელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, ჩადენილს ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები