ახალი ავტობუსები

ვიცემერი: ასი ახალი ავტობუსის შესაძენად მერია 50 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს

თბილისის მერია

ვიცემერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ასი ახალი ავტობუსის შესაძენად მერია 50 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ხმალაძემ ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ვტობუსების ჩანაცვლებას დავპირდით. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა. თუმცა, როგორც იცით, მერიის დამტკიცებულ ბიუჯეტში,  ავტობუსებისთვის თანხა გათვალისწინებული არ იყო და შევძელით ბიუჯეტის კორექტირება. მომზადებული გვაქვს პროექტის სახით, სადაც დაახლოებით 50 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი ავტობუსების შესაძენად. ეს იქნება 100 ახალი ავტობუსი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის შესაბამისი, რომელიც ჩაანაცვლებს ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავტობუსებს. ამით მოსახლეობას საშუალებას მივცემთ კომფორტულად გადაადგილდნენ და ასევე გარემოც ნაკლებად დაბინძურდება." - თქვა ხმალაძემ.

ახალ ავტობუსებზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემაც ისაუბრა. კალაძის თქმით, უახლოეს წლებში ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება ახალი ავტობუსებით. 

კომენტარები