ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ოლიმპიადის დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმი ჩაატარა

Getty Images

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით დღეს, სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო აღლუმი გაიმართა.

აღლუმის გამართვის დრომ აშშ-ის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღლუმი თებერვალში 40 წლის მანძილზე პირველად გამართა. როგორც წესი აღლუმი 25 აპრილს ტარდება ხოლმე. ეს აღლუმი კორეის სახალხო არმიის დაარსების 70-ე წლისთავს მიეძღვნა.

გასული თვეს სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ფხენიანის აეროპორტთან 13,000 ჯარისკაცი და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა სავარაუდოდ აღლუმის რეპეტიციას გადიოდა. ექსპერტების თქმით ამ აღლუმზე ჩრდილოეთ კორეა ძირითადად ბალისტიკური რაკეტების გამოფენას აპირებდა.

ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზატორების თქმით სამხედრო აღლუმი ოლიმპიურ თამაშებზე გავლენას არ მოახდენს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ათლეტები გახსნის ცერემონიაზე საერთო დროშის ქვეშ გამოვლენ.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას კიმ ჩენ ინის და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო ასამბლეის პრეზიდენტთან, კიმ იონ-ნამთან ერთად დაესწრება.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით მათი დელეგაცია აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით ჩრდილოეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებს საკუთარი პროპაგანდისათვის იყენებს. აშშ-ის მხრიდან გახსნის ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრება.

"ჩვენ მივემგზავრებით ოლიმპიურ თამაშებზე რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ზამთრის ოლიმპიადის სიმბოლური ფონი მათი რეჟიმის შესახებ სიმართლის შესაფუთად არ გამოიყენოს" თქვა მან.

კომენტარები