შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ამოვიღეთ 5 შეკვრა ჰეროინი, ბრალდებულს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. 

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული რ.კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, პირს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე ემუქრება. 

"სამართალდამცველებმა, რუსთავში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის და მისი პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ბრალდებულის მიერ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადამალული 1 შეკვრა ჰეროინი,"- წერია შსს-ის განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

კომენტარები