სექსიზმი

ქალების ხმაურიანი პროტესტი Doritos-ს

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე სოციალურ ქსელებში ათასობით ქალმა გააკრიტიკა კომპანია Doritos-ი. ყველაფერი კი შემდეგნაირად დაიწყო. PepsiCo-ს წარმომადგენელმა, რომელიც Doritos-ის მფლობელია, Freakonomics Radio-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ქალებს არ სიამოვნებთ საჯაროდ ხმაურიანად ჭამა და არც თითებზე დარჩენილი ჩიფსის ნარჩენებისგან დასვრილ თითებს ილოკავენ. 

სწორედ ამიტომ, ინდრა ნუიმ თქმით, კომპანია გეგმავს გამოუშვას ახალი პროდუქტი - Doritos-ი ქალებისთვის. სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი ჩიფსის ჭამა ნაკლებად ხმაურიანად იქნებოდა შესაძლებელი. 

მას შემდეგ, რაც ტაბლოიდებმა ინტერვიუს ეს ნაწილი აიტაცეს, ქალებმა ვიდეო ჩაწერეს, სადაც ხმაურიანად ჭამენ ჩიფსს, რითიც გააკრიტიკეს კომპანიის სექსისტური გადაწყვეტილება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად. 

Doritos-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა:

"ჩვენ უკვე გვაქვს Doritos-ი ქალებისთვის - მას Doritos-ი ჰქვია და ის მილიონობით ადამიანს უყვარს".

Doritos-ის წარმომადგენელმა კი მედიასთან განმარტა, რომ კომპანია არანაირი სპეციალური ჩიფსის გამოშვებას არ გეგმავს.

კომენტარები