კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

GNCC-მა რუსთავი 2, TV იმედი და იბერია TV მაუწყებლობის კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა

0 კომენტარი
ფოტო: stlucianewsonline.com

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ TV იმედი, რუსთავი 2 იბერია TV მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო დააჯარიმა. GNCC-ის განმარტებით, მათ მინიმალური ჯარიმა გამოიყენეს.

"კომისიამ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5% ოდენობის ნაცვლად - 0.1% დააკისრა, რაც ტელეიმედის შემთხვევაში 25748 ლარი, რუსთავი 2-ის შემთხვევაში 31683 ლარი და იბერია ტვ-ის შემთხვევაში 3394 ლარია" - აცხადებს GNCC.

სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 14-22 დეკემბერს ჩაატარა.

"მონიტორინგისას აღნიშნული ტელეკომპანიების მხრიდან მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დადგენილების „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, ეთერში განთავსებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ხდებოდა" - აცხადებს კომისია.

GNCC-ის განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სამივე მაუწყებლის მიმართ გაფრთხილება გამოიყენეს.

"შესაბამისად, განმეორებითი დარღვევის გამო, ამჯერად კომპანიებს ფინანსური სანქციები დაეკისრათ. კომისიამ მსჯელობისას აღნიშნა, რომ მაუწყებლების დაჯარიმება მისი მიზანი არ არის. კომისიის ამოცანაა, ტელეკომპანიებმა დაიცვან კანონი და ანალოგიური დარღვევების პრევენცია მოახდინონ" - აცხადებს GNCC. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები