საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს უნივერსიტეტი ინგლისურენოვანი MA პროგრამის დანერგვას აპირებს

ბოდბის ეპარქია

საპატრიარქოს უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნეს ადმინისტრირების დარგში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვას აპირებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ადასტურებს. ეპისკოპოსი ამჟამად აშშ-ში, ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სფეროს სპეციალისტებს ხვდება.

"ჩვენს და ამერიკის საელჩოებთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე. უწმიდესის მიერ დაარსებულ საპატრიარქო უნივერსიტეტში გვინდა, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. მანდ რომ დავბრუნდები, ამერიკის საელჩოსთან ერთად გავივლით საკითხებს და, ალბათ, სახელმწიფო დეპარტამენტიც ჩაებმება ჩვენი შემდგომი ვიზიტის მომზადებაში. როდესაც მათ შევხვდით, ამერიკულ მხარეს ის გაუხარდა, რომ ფული არ გვითხოვია. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი რესურსით ეს ყველაფერი გავაკეთოთ," - ამბობს ეპისკოპოსი.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრები მაისში გაიმართება.

კომენტარები