საკონსტიტუციო ცვლილებები

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებით განხორციელდა

facebook.com/pg/BusinessAssociationofGeorgia

პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებით განხორციელდა. ამის შესახებ მან აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

"საპარლამენტო დღის წესრიგის ერთერთი მთავარი საკითხი იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა. ამ რეფორმის მიხედვით, ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს დრამატულად მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელიც საქართველოს თავიდან აარიდებს ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში,"- ამბობს ირაკლი კობახიძე. 

სპიკერის შეფასებით, კონსტიტუციის ახალი შესწორება ქვეყანას ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციას თავიდან ააცილებს. 

საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა მათი პროტესტისდა მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ კონსტიტუცია მაინც დაამტკიცა.

საქართველოს კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მმართველმა გუნდმა კვლავ ცვლილებები შეტანაზე დაიწყო საუბარი. შეიცვალა 4 პუნქტი: 2024 წლიდან გაუქმდება ე.წ ბონუსების სისტემა, 2020 წელს პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საშუალება, საარჩევნო ბლოკები შექმნან, ასევე ცვლილებები ეხება რელიგიის თავისუფლების მუხლსა და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლას.

ამ საკითხებზე პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. კონსტიტუციის პროექტში ეს ჩანაწერები მიუღებელი იყო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიასაც, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინა, შემდეგ კი, სამი მოსმენით დამტკიცებულ და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ პროექტში კვლავ ცვლილებები შეიტანა. 

კომენტარები