ხე-ტყე

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება - ფიცრები თივის ქვეშ იყო დამალული

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

"ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურის მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე ვიზალური დათვალიერებით, ე.წ. თივის პრესები იყო განთავსებული. საფუძვლიანი შემოწმების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13.2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი ფიცარი აღმოაჩინეს. მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის ტრანპორტიტების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

კომენტარები