აზერბაიჯანი-სომხეთი

ილჰამ ალიევი: ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა, ის უნდა დავიბრუნოთ

dw.com

ილჰამ ალიევმა სომხეთის დედაქალაქ ერევანს აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიული ნაწილი უწოდა. მისი თქმით, ერევანი აზერბაიჯანის სტრატეგიული მიზანია. ამის შესახებ ალიევმა მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანის" VI ყრილობაზე ისაუბრა. 

"აზერბაიჯანის პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია ერევნის დაბრუნება, რომელიც ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა. ჩვენ, აზერბაიჯანელები ამ ისტორიულ მიწაზე უნდა დავბრუნდეთ. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ. ახლა ქვეყანაში სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები იქმნება, იღებენ ფილმებს, ტარდება გამოფენები, რომელიც აზერბაიჯანის ამ ისტორიულ მიწასთან კავშირს ეხება და ადასტურებს", - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ, სომხეთის ოფიციალურმა პირებმა ილჰამ ალიევის ამ განცხადებას მიუღებელი უწოდეს. სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმა news.am-თან თქვა, რომ აზერბაიჯანის პირველი პირის ნათქვამი "სასაცილო და უაზროა". მისი თქმით, "მიუღებელია, როცა 21-ე საუკუნეში ერთი ქყევნის პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის შესახებ პრეტენზიას გამოთქვამს. სულ მცირე, სასაცილოა, რომ პრეზიდენტი ქვეყანისა, რომელიც 100 წლისაც არ გამხდარა, ისტორიულ მიწებზე საუბრობს". 

კომენტარები