წყალარიანება

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სახლში კანალიზაცია არ აქვს

besttoiletguide.net

საქართველოს მხოლოდ 1.73 მილიონ მოქალაქეს აქვს წვდომა საკანალიზაციო სისტემაზე, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.27 მილიონი ადამიანი, რაც საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტს წარმოადგენს. წყალარინების (კალანიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობამ 1.73 მილიონი (46.5%) შეადგინა. 

საქსტატმა ამასთანავე გამოაქვეყნა საყოველთაო აღწერის შედეგების ამსახველი ინტერაქტიული რუკა, რომელშიც ასახულია რეგიონების მიხედვით კანალიზაციაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი.

კანალიზაციით უზრუნველყოფილი საცხოვრისების წილი:

  • თბილისი - 98%
  • აჭარა - 87.7%
  • სამცხე-ჯავახეთი - 65.3%
  • იმერეთი - 61.3%
  • ქვემო ქართლი - 59.4%
  • მცხეთა მთიანეთი - 50%
  • გურია - 48%
  • შიდა ქართლი - 47.6%
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 47%
  • კახეთი - 45.2%
  • რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 41.9%

Forbes-ის ცნობით, კანალიზაციაზე წვდომა ყველაზე დაბალია აფრიკის გაჭირვებულ ქვეყნებში, სადაც ის 15%-ზე დაბალია. მაგალითად ნიგერში ეს მაჩვენებელი 10%-ია, სამხრეთ სუდანში კი 6%.

კომენტარები