კრიმინალი

ვარკეთილში მამაკაცი დაჭრეს

flickr

თბილისში, ვარკეთილში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 117- ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები