მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სააკაშვილთან სპეცრაზმის გაგზავნას არ ადასტურებს

apostrophe.ua

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კიევში, სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი "ალფა" არ გაუგზავნიათ.

"სპეცდანიშნულების რაზმ "ალფას" შეუძლია არამხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის, არამედ სხვა სამსახურების დავალებებიც შეასრულოს. ამასთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი", - უთხრეს უწყების პრესსამსახურში "უკრაინსკაია პრავდას".

კომენტარს არ აკეთებენ არც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. "უკრაინსკაია პრავდას" გენპროკურორის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სასტუმროს Fairmont Grand-თან "ალფას" არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გამოცემასთან არაფერს განმარტავენ არც მიხეილ სააკაშვილის პარტიაში.

"არაფერი ვიცით. ყველანი მივდივართ იქ", - უთხრეს "უკრაინსკაია პრავდას" ახალი ძალების მოძრაობაში.

მოგვიანებით, სააკაშვილის თანაგუნდელმა, იური დერევიანკომ თქვა, რომ "ის სასტუმროშია და არაფერი ემუქრება". ამ წუთებში, ექსპრეზიდენტი მედიას ესაუბრება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად სასტუმროში სპეცრაზმი გაგზავნეს, ექსპრეზიდენტის თანაგუნდელმა, დავით საყვარელიძემ გაავრცელა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევში, სასტუმრო Fairmont Grand-ში "ალფა" გაგზავნა. 

"ყველანი მივდივართ იქ", - წერს საყვარელიძე.

კომენტარები