გარემოს ეროვნული სააგენტო

"წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი" - გარემოს სააგენტოს პროგნოზი 11-12 თებერვლისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე, საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში - ითოვებს. 12 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს ზოგ ნაწილში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი.

11 თებერვალს აღმოსავლეთის, 12 თებერვალს - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, მაღალმთიან ზონაში ქარბუქია მოსალოდნელი, ზღვაზე კი, 3-4 ბალიანი შტორმი.

"მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება, მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები