რამაზ ნიკოლაიშვილი

პარლამენტარი რამაზ ნიკოლაიშვილი ვაშინგტონში სენატორებს შეხვდა

საპარლამენტო უმცირესობა

საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენ ვოლაკს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორს დენიელ თვინინგს შეხვდა.

შეხვედრები გაიმართა სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან - კონგრესმენთან ალაბამადან რობერტ ადერჰოლტთან და სენატორთან ოკლაჰომას შტატიდან ჯეიმს ინჰოფთან. ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც დისკუსია დაეთმო საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო ტრადიციულ საუზმეს (National Prayer Breakfast), რომლის მონაწილეებს სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმართა. სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრები, ასევე World Food-ის პროგრამის დირექტორი დევიდ ბესლი. გაცნობითი შეხვედრა გაიმართა სააარჩევნო სისტემების ფონდშიც (IFES), სადაც ნიკოლაიშვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელს კენეტ ბლექვილს ესაუბრა

კომენტარები