შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა სმარტფონებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც 112-ის გამოძახება ქოლ ცენტრის ოპერატორთან ჩატით არის შესაძლებელი. ამავდროულად, ახალი სისტემით შესაძლებელია განგაშის სიგნალის გაგზავნა, რასაც პოლიცია ავტომატურად დააფიქსირებს. სისტემა თქვენს ადგილმდებარეობას თავად განსაზღვარვს.
აპლიკაცია უფასოა და ის ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე IOS-ის პლატფორმისთვის.
"აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე", - წერია შსს-ს განცხადებაში.
Google Play-ის მონაცემებით, აპლიკაცია 5,000-მდე მომხმარებელმა უკვე გადმოწერა.