ბოლივია

ბოლივიის კარნავალზე გაზის ბიდონის აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

ბოლივიის კარნავალზე გაზის ბიდონის აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 40-ზე მეტი. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.

აფეთქება აღლუმის მთავარ მარშუტთან შაბათს საღამოს მოხდა. სავარაუდოდ ერთ-ერთი მოვაჭრის გაზის ბიდონი აფეთქდა. ადგილობვირი მედიის ცნობით აფეთქება გაზრახ არ მომხდარა.

პრეზიდენტმა ევო მორალესმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ორუროს კარნავალში ყოველწლიურად 450,000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას, მათ შორის 6,000-მდე მოცეკვავე. კარნავალს ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია.

კომენტარები