დონალდ ტრამპი

ტრამპი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ისრაელს და პალესტინას მშვიდობა უნდათ

CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "Israel Hayom"-თან ინტერვიუში თქვა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის აშშ-სეული გეგმის გამოქვეყნების დროს ვერ დაასახელებს რადგან არ არის დარწმუნებული, რომ მხარეები ამ პროცესში ჩართვისაკენ არიან მოწოდებული.

"ვნახავთ რა მოხდება. ახლა ვიტყოდი, რომ პალესტინელები მშვიდობის დამყარებას არ ცდილობენ. და არ ვარ დარწმუნებული, რომ ისრაელი ცდილობს მშვიდობის მიღწევას. ასე რომ, მოგვიწევს დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება." თქვა მან.

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ პალესტინელები სამშვიდობო პროცესში აშშ-ის შუამავლობას გამორიცხავენ.

"მინდა აღვნიშნო, რომ იერუსალიმი არის ისრაელის დედაქალაქი. რაც შეეხება მის კონკრეტულ საზღვრებს, მხარს დავუჭერ იმას, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება." "ჩემი აზრით ორივე მხარეს მოუწევს რთულ კომპრომისებზე წასვლა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად." თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

კომენტარები