ააფგან მუხთარლის გატაცება

ჰარმსი: მუხთარლის გატაცების მსგავსი საქმე დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა მოხდეს

handelsblatt.com

"აფგან მუხთარლის გატაცების საქმე არის ისეთი შემთხვევა, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა მოხდეს", - ამბობს ევროპარლამენტარი მწვანეთა ევროპული ალიანსიდან რებეკა ჰარმსი.

ჰარმსი ევროპარლამენტართა დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფება. მათ საქართველოს პარლამენტში გამართეს შეხვედრები. ტაბულასთვის მიცემულ ინეტრვიუში ჰარმსმა მუხთარლის გატაცემის საქმის გამოძიებაში პარლამენტის როლზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს.

"მე მხარს დავუჭერდი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, რომ პარლამენტი რეალურად ჩაერთოს მუხთარლის საქმის გამოძიებაში, რათა დადგენილი იყოს ჭეშმარიტება თუ რა მოხდა", - ამბობს ჰარმსი.

აფგან მუხთარლის განცხადებით, კრიმინალურ პოლიციას მისი გატაცების უფლება პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ იცოდა ექსპრემიერმა ივანიშვილმაც.  

მუხთარლის ამ განცხადების საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხთარლი გააკრიტიკეს და სიცრუეში დაადანაშაულეს. დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა - "ამ დამოკიდებულების შემდეგ, მუხთარლის ბედით საერთოდ აღარ დავინტერესდები."

საპარლამენტო ოპოზიცია საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

კომენტარები