თბილისის საკრებულო

ენმ-ის წევრი ენმ-ის ყოფილი წევრის მიერ ჰომო საპიენსად მოხსენებამ აღაშფოთა

თამაზ შოშიაშვილი
kvira.ge

დღეს, 12 თებერვალს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს თამაზ შოშიაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. 

შიხიაშვილმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი თამაზ შოშიაშვილი ჰომო საპიენსად მოიხსენია, რამაც ენმ-ის დეპუტატის უკმაყოფილება გამოიწვია. 

"ჰომო საპიენსები ვართ ყველა. ძალიან უცნაურია, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს დეპუტატებს ჰომო საპიენსებად რომ მოიხსენიებს" - თქვა შოშიაშვილმა. 

დეპუტატის უკმაყოფილების შემდეგ, შიხიაშვილმა მას ჰკითხა, იცოდა, თუ არა სიტყვის მნიშვნელობა, რადგან ეს სიტყვა "თარგმანში გონიერ ადამიანს ნიშნავს, რაზეც შოშიაშვილმა უპასუხა:

"ვიცი მნიშვნელობა, მაგრამ ცოტა სხვა სიტყვებით ვისაუბროთ".

კომენტარები