აფგან მუხთარლის გატაცება

ჰარმსი: მუხთარლის გატაცების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს ვუჭერ

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

"მე მხარს დავუჭერდი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, რომ პარლამენტი რეალურად ჩაერთოს მუხთარლის საქმის გამოძიებაში, რათა დადგენილი იყოს ჭეშმარიტება თუ რა მოხდა", - ამბობს ევროპარლამენტარი მწვანეთა ევროპული ალიანსიდან რებეკა ჰარმსი. პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პარტია "ევროპული საქართველო" ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში გამოვიდა, ქართული ოცნება საგამოძიებო კომისიის შექმნის პროექტს ეწინააღმდეგება. 

ჰარმსი ევროპარლამენტართა დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფება. მათ საქართველოს პარლამენტში გამართეს შეხვედრები. ტაბულასთვის მიცემულ ინეტრვიუში ჰარმსმა მუხთარლის გატაცემის საქმის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ასეთი შემთხვევები დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს.

აფგან მუხთარლის განცხადებით, კრიმინალურ პოლიციას მისი გატაცების უფლება პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ იცოდა ექსპრემიერმა ივანიშვილმაც.  

მუხთარლის ამ განცხადების საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხთარლი გააკრიტიკეს და სიცრუეში დაადანაშაულეს. დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა - "ამ დამოკიდებულების შემდეგ, მუხთარლის ბედით საერთოდ აღარ დავინტერესდები."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები