მძიმე კაცთან

ტაბულას პროექტი მძიმე კაცთან 17 თებერვლიდან ტვ პირველის ეთერშიც გავა

ტაბულა

ტაბულას პროექტი „მძიმე კაცთან“ ტელემაყურებლებისათვისაც ხელმისაწვდომი ხდება. გადაცემას ეთერს უთმობს ბიზნეს მედია ჯგუფი, ტვ პირველზე.

ტაბულა, ბიზნეს მედია ჯგუფი და ტვ პირველი შეთანხმდნენ, რომ ტაბულას პროექტი "მძიმე კაცთან" ტვ პირველის ეთერში გავა ყოველ შაბათს და კვირას 21:30 საათზე. დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემა ტვ პირველზე 17 თებერვლიდან დაიწყება.

გადაცემა ჩვეულებისამებრ დაიდება ვებ-გვერდზე tabula.ge და აიტვირთება ტაბულასა  და გადაცემის "მძიმე კაცთან" facebook გვერდებზე.

კომენტარები