მოდა

კაცი მოდელები ქალებზე 46%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ

flickr.com

იმისდა მიუხედავად, რომ მოდელების მიერ შესასრულებელი სამუშაო - კამერასთან პოზირება და პოდიუმზე გავლა ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს, ამ სამუშაოს შესრულებისთვის ქალი მოდელები მამაკაცებზე დაახლოებით 46%-ით მეტს იღებენ.

პრაქტიკულად ყველა კატეგორიის სამოდელო საქმეში, იქნება ეს ფოტოსესიები დეფილეები თუ სხვა, ქალი მოდელები მათ მამაკაც კოლეგებზე უფრო მეტს იღებენ. ანალოგიური ტენდენციაა გამოცდილების თვალსაზრისითაც, გენდერულ ჭრილში ანაზღაურებაში მკაფიო სხვაობაა როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი მოდელებისთვის. აშშ-ში ქალი მოდელის საშუალო წლიური ანაზღაურება $41,000-ია, როდესაც კაცს $28,000-ს უხდიან.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი - ქალი vs. კაცი

  1. ჟიზელ ბიუნდჰენი $47 მილიონი/ შონ ო’პრეი $1.5 მილიონი
  2. დოუცენ კრუსი $8 მილიონი/დევიდ გენდი $1.4 მილიონი
  3. ადრიანა ლიმა $8 მილიონი/საიმონ ნესმანი $1.1 მილიონი
  4. ქეით მოსი $7 მილიონი/არტურ კულკოვი $905 ათასი
  5. ქეით აპტონი $7 მილიონი/ნოა მილსი $740 ათასი
  6. მირანდა კერი $7 მილიონი/რაიან ბერნსი $610 ათასი
  7. ლიუ ვენი $7 მილიონი/ტაისონ ბალუ $425 ათასი
  8. ალესანდრა ამბროსიო $5 მილიონი/ოლი ედვარდსი $410 ათასი
  9. ჰილარი როდა $5 მილიონი/ჯონ კონტრახერა $290 ათასი
  10. ნატალია ვადიანოვა $4 მილიონი/ტობიას სორენსენი $265 ათასი

ანაზღაურებებს შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა მრავალი მიზეზით აიხსნება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბაზრის სიდიდე. გლობალურად ტანსაცმლისა და აქსესუაერბის ბაზარი $3 ტრილიონს აჭარბებს. კატეგორიების მიხედვით ის ასე ნაწილდება:

  • ქალის ტანსაცმლის გლობალური ბაზარი $621 მილიარდი დოლარი
  • მამაკაცის ტანსაცმლის ბაზარი $402 მილიარდი
  • ლუქს კლასის აქსესუარების ბაზარი $339 მილიარდი
  • ბაშვებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის ბაზარი $186 მილიარდი
  • სპორტული ტანსაცმლის ბაზარი $90 მილიარდი
  • საცერემონიო (საქორწილო) კაბების ბაზარი $57 მილიარდი

ამ სხვაობის მიუხედავად, მამაკაცის ტანსაცმლის ბაზარი სწრაფი ტემპებით იზრდება, რის გამოც მომავალში შესაძლოა, კაცი მოდელების ანაზღაურება გაიზარდოს.

კომენტარები