ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: newcastle.gov.za

ხვალ, 14 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის VII მიკრორაიონის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის და ბროწეულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ჩიხის და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის რწმენა, ისტორია და გამოწვევები

კომენტარები