საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მიმართვა ქორეპისკოპოსებს: დეკანოზებს ეკლესია ზვიადაძის ინტერესებამდე დაჰყავთ

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
სასულიერო სემინარია და აკადემია

სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულები კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსებისგან ამჯერად იმ სამი დეკანოზის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, რომელთაც ისინი "ეკლესიის მტრებად" მოიხსენიეს. საჯარო წერილის ხელმომწერები, რომელთაც სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ბრალდებები წაუყენეს, ახალ წერილს აქვეყნებენ, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

"სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის

ქორეპისკოპოსებს,

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 5 თებერვალს საჯარო წერილით მივმართეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს, რომელშიც გამოვთქვით ჩვენი გულისტკივილი სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში არსებული სავალალო ვითარების შესახებ.

პრობლემათა კონკრეტულ და დასაბუთებულ ჩამონათვალს, დეკანოზებმა ბესარიონ ცინცაძემ, შალვა კეკელიამ და ბიძინა გუნიამ უპასუხეს ცილისწამებითა და შეურაცხყოფით.

უწოდო ქრისტიანს ეკლესიის მტერი, ნიშნავს სრულყოფილი ანათემის გამოცხადებას, რაც მისი უწმიდესობისა და თქვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესობების კომპეტენციაში უხეში და დაუშვებელი ინტერვენციაა, წარმოადგენს რა იერარქთა ღვთივდადგენილი ძალაუფლების მითვისებას.

როგორც სჩანს, აღნიშნული სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ აქვთ უფლება ქრისტეს საყოველთაო ეკლესია დაიყვანონ და ამოწურონ მათი დამსაქმებლისა და ლიდერის, პროტოპრესვიტერი ზვიადაძის პირად მიზნებამდე და კეთილდღეობაში, რომელსაც ამდენი წელია ეწირება ჩვენი უძველესი სამოციქულო ეკლესიის რეპუტაცია.

უმორჩიელესად გთხოვთ, განიხილოთ სამი დეკანოზის ეს დაუფიქრებელი, ეთიკასთან და საეკლესიო წესრიგთან შეურიგებელი განცხადება და მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა, წმინდა სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ შვილებს ეს უსაშინელესი და უმართებულო ბრალდება მოგვცილდეს.

პატივისცემითა და კრძალულებით,

  • ზვიად ცაბაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, მიუნხენის, ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მართლმადიდებლური ფაკულტეტის მაგისტრანტი
  • გიორგი ტიგინაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • ოთარ სხილაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, თბილისის სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი
  • ვლადიმერ ნარსია, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული
  • ვლადიმერ ჩიქობავა, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • ლევან ზივზივაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • ნათანიელ ერიაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი
  • გიორგი მგალობლიშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • სერგი შონია, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • საბა ბერიძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • დავით ჩანადირი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • ლადო წითლიძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • როსტომ კაჭახიძე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული საღვთისმ.ინსტ. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტისკურსდმათავრებული
  • გიგა ამირანაშვილი,  თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • თეიმურაზ არბოლიშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული
  • ბესარიონ ლიპარტელიანი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • კახაბერ ჩხიკვაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • ლევან თოფურია, თბილისის სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი
  • გივი ბაქრაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • მირიან გამრეკელაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • გიორგი მიქიაშვილი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
  • სანდრო ხაჯალია, სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული

კომენტარები