მოდის ინდუსტრია

ჯიჯი ჰადიდი: ჩემი სხეული დაავადების გამო იცვლება

getty images

ბოლო თვეების განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში, ტოპმოდელი ჯიჯი ჰადიდის მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა. როგორც წესი მოდელს "ზედმეტი სიგამხდრის" გამო აკრიტიკებენ.

ჯიჯი ჰადიდმა საკუთარ ტვიტერზე კრიტიკას უპასუხა.

"მათ, ვისაც ასე ძალიან გაინტერესებთ რატომ იცვლება ჩემი სხეული წლების განმავლობაში, შეიძლება არ იცოდეთ, რომ 17 წლის ასაკში როდესაც მოდელი გავხდი ჯერჯერობით არ მქონდა ჰაშიმოტოს დაავადების დიაგნოზი დასმული. დასაწყისში, ვინც მეუბნებოდით რომ "დიდი ვიყავი ამ ინდუსტრიისთვის" თქვენ უყურებდით ჩემს წყლით შებერილ სხეულს. ბოლო წლების განმავლობაში მე ვმკურნალობდი ჩემს დაღლილობას, მეტაბოლიზმის პრობლემებს და ა.შ. სტრესი და მგზავრობა მოქმედებს ჩემს სხეულზე, მე ყოველთვის ერთანირად ვჭამ, უბრალოდ სხეული ამაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. მე შეიძლება მართლაც ვარ "ძალიან გამხდარი", მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არ მინდა ვიყო. თუმცა, ახლა შინაგანად თავს უკეთ ვგრძნობ." - წერს ჯიჯი ჰადიდი.

ჰაშიმოტოს დაავადების დროს, იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს უტევს, რაც დროთა განმავლობაში ფარისებრიდან ჰორმონის გამოყოფას ამცირებს. 

კომენტარები