შინაური ცხოველები

ძაღლი პატრონებისა და სხვა ძაღლების გადასარჩენად დათვთან შებრძოლების შემდეგ მოკვდა

shutterstock

ინგლისური სეტერი პიტი, თავისი პატრონებისა და სხვა ძაღლების გადასარჩენად დათვთან შებრძოლების შემდეგ მოკვდა.

ოჯახი ნიუ-ჯერსიში, სალაშქროდ იყო წასული და თან 7 ძაღლი ჰყავდათ წაყვანილი, მათ შორის იყო პიტი. შუაგულ ტყეში ყოფნის დროს ოჯახმა შავი დათვი დაინახა, რომელიც მათკენ მოდიოდა. დათვთან პიტმა მიირბინდა და სანამ ის ცხოველს ებრძოდა, სხვა ძაღლებმა და ოჯახმა გაქცევა მოასწრეს. პიტი კი დათვმა იმდენად დააზიანა, რომ ოჯახმა მისი დაძინება გადაწყვიტა

"დღეს ჩვენ მამაცი და მოხუცი კაცი პიტი დავკარგეთ. დილით, ლაშქრობის დრო შავი დათვი დავინახეთ. სანამ პიტი ცხოველს ებრძოდა, მე სხვა ძაღლები წავიყვანე, იქ მისულს კი პიტი ძალიან დაზიანებული დამხვდა. ვეტერინარულ კლინიკაში მითხრეს, რომ თუ პიტი გადარჩებოდა, ის ვეღარასდროს გაივლიდა. ამიტომ, შუადღეს ჩვენ ის დავაძინეთ." - წერს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ტვიტერზე.

კომენტარები