lgbt უფლებები

WISG: ლესბოსელ შვილზე ძალადობისთვის, პოლიციამ მშობლებს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა

0 კომენტარი
ფოტო: wikipedia.org

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" ანუ WISG-ის ცნობით, პოლიციამ მშობლებს, რომლებიც ორი წლის მანძილზე ლესბოსელ შვილზე ჰომოფობიურად ძალადობდნენ, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა თ.-ზე, ლესბოსელ ქალზე "სექსუალური ორიენტაციისგან განკურნების მიზნით" მკურნალობაზე დაყოლიებისთვის ხდებოდა.

"თ.-ს განმარტებით, 2018 წლის იანვარში მისთვის ძალადობა აუტანელი გახდა, გაიქცა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა მის პარტნიორთან. მშობლების მხრიდან გაგრძელდა ძალადობის მუქარა და თ.-მ WISG-ის დახმარებით დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. პოლიციამ, ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ორივე მშობლის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი." - წერია Wisg-ის განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ღვინჯილია

კომენტარები