მიხეილ სააკაშვილი დაკავება

ბოკერია: რაც მოხდა უკრაინაში სააკაშვილთან მიმართებაში, არის შეცდომაც და დანაშაულიც

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით იმედის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ უკრაინაში განხორციელებული დევნა არის შეცდომაც და დანაშაულიც.

"საქართველოსთვის პრობლემა არის პოლიტიკური დევნა, რომელიც დაიწყო საქართველოში და რომელიც იყო მთავარი მიზეზი იმისი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომლის გუნდმაც წააგო არჩევნები, პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა ეს მშვიდობიანად და კონსტრუქციულად, ამის შემდეგ მის წინააღმდეგ დაიწყო დევნა და ის აღმოჩნდა დევნილობაში. ამით დაიწყო ეს პრობლემები. ეს პრობლემები ჩემი აზრით გაგრძელდა და იცით, რომ მე არ მიყვარს უკრაინის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, არც ახლა და არც ადრე, როდესაც პრეზიდენტი სააკშვილი იყო გუბერნატორი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და მის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას რუსებთან ბრძოლაში, მაგრამ ის რაც მოხდა პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში უკრაინაში, ეს არის მძიმე შეცდომაც და დანაშაულიც. იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური ოპონენტი ხდება ადამიანი, ამის შემდეგ მოქალაქეობის ჩამორთმევა და მისი დევნა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის პოზიცია, ეს არ არის სიმპატიის გამოხატვა სააკაშვილის პოლიტიკური არჩევანების მიმართ, არამედ არის უბრალოდ ფაქტი. ეს არის ცუდი საქართველოსთვის და უკრაინისთვის. პრეზიდენტ სააკაშვილის პერსონალური არჩევანები, როდესაც მან აირჩია ოდესის გუბერნატორობა - მე ამის მომხრე არ ვიყავი, მე არ ვეთანხმები პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გუნდს უამრავ საკითში - დღეს საქართველოში მიმდინარე თემებსა და მომავალზე სამწუხაროდ, მაგრამ ახლა სალაპარაკო თემა არის ის ძალიან უსამართლო და ყველანაირად არასწორი დევნა, რომლის მსხვერპლიც არის მიხეილ სააკაშვილი." - თქვა გიგა ბოკერიამ. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროპულმა საქართველომ მოსახლეობას ალტერნატიული საპენსიო მოდელი წარუდგინა

კომენტარები