გლდანის ციხე

ადვოკატი: პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს, გამოძიება სუიციდს ვარაუდობს, რაც საეჭვოა

0 კომენტარი
გლდანის ციხე ფოტო: AFP

კონსტიტუციის 42-ე მუხლის ინფორმაციით, გლდანის #8 დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმარი იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთერთ საკანში, ღამის საათებში, ნახეს ყელგამოჭრილი პატიმარი, რომელიც უგონოდ იყო.

გუშინ ოჯახის წევრებს კლინიკაში განუცხადეს, რომ შეწყვეტილია თავის ტვინის ფუნქციონირება, თირკმელებიც არის გათიშული. საკმაოდ არასაიმედო ვითარებაა მისი გადარჩენის კუთხით.

ბუნებრივია, ოჯახი დაინტერესდა დეტალებით, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სუიციდს ვარაუდობს გამოძიება, ადგილზე ვერ ნახეს ის საგანი, რითაც პატიმარი დაზიანებას მიიყენებდა. ეს თვითმკვლელობის ვერსიას ძალიან საეჭვოს ხდის“ - აცხადებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. 

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყე, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები