სურსათის ეროვნული სააგენტო

ახალი რეგულაციები იმპორტიორებისთვის - ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება

2018 წლის 1 მარტიდან იმპორტიორებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რაც ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.

ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი (სალმონელა, ლისტერია მონოციტოგენეზი), მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლის ვადით შეჩერდება. აგრეთვე, საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით, რათა გამოირიცხოს საეჭვო სურსათის ბაზარზე მოხვედრის რისკი. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცვლილებები იმპორტიორებს უკვე გააცნო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა №429 (ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ) და N426 (ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ) დადგენილებებში.

კომენტარები