კრიმინალი

ბინის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 9-9 წლით პატიმრობა მიესაჯათ

0 კომენტარი
თბილისის საქალაქო სასამართლო ფოტო: ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ა. და ლ.გ. დამნაშავედ ცნო. მათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. 

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 11:20 საათზე, ლ.გ.-მ, გ.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე თ.ს.-ს და ი.მ.-ს ბინაში შეიჭრნენ.

"მათ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, თ.ს.-ს და ი.მ.-ს მიმართ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5 000 ლარი, 7 955 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - აცხადებს უწყება.

სამართალდამცველებმა გ.ა. და ლ.გ. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები